Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პატივს მიაგებენ 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას


სამშაბათს ასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიის შტატში 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ტერაქტებმა 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ თეთრ სახლთან გამართული ცერემონიისას დაიცვეს წუთიერი დუმილი. მოგვიანებით ობამამ პენტაგონში ვიზიტისას გაიხსენა დღე, როცა გლოვამ „საზარელი ტალღასავით“ მოიცვა შეერთებული შტატები. ნიუ-იორკში, იმ ადგილას, სადაც ტერაქტებამდე იდგა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი ტყუპი კოშკი, წაიკითხეს დაღუპულთა გვარები. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმრინავი გაიტაცეს. მათგან პირველი ადგილობრივი დროით 8:46 საათზე შეიჭრა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის აღმოსავლეთ კოშკში, მოგვიანებით მეორე კოშკსაც დაეჯახა თვითმფრინავი. დანარჩენი გატაცებული თვითმფრინავებიდან ერთი პენტაგონის შენობაზე ჩამოვარდა, მეორე კი მინდორზე პენსილვანიის შტატში.
XS
SM
MD
LG