Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ტიმოშენკოს პატიმრობა ვნებს უკრაინასთან ურთიერთობას


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებმა პარასკევს განუცხადეს კიევს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ევროკავშირში ინტეგრაციას, სანამ ციხეში რჩება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. ევროკავშირმა შეაჩერა უკრაინასთან მოლაპარაკება ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე მას შემდეგ, რაც ტიმოშენკოს გასული წლის ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, ბრიუსელის შეფასებით, პოლიტიკურად მიკერძოებული პროცესის შედეგად. ასევე პარასკევს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააქარწყლებს ევროკავშირის დაეჭვებას უკრაინის დემოკრატიული კურსით და გზას გაუხსნის ორი მხარის „სრულ ინტეგრაციას“. მაგრამ ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხში, შტეფან ფიულემ პარასკევს იანუკოვიჩთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ სამართლებრივ სისტემაში „შერჩევითი“ მიდგომა მიეკუთვნება რამდენიმე საკითხს, რომლებიც უნდა მოგვარდეს საიმისოდ, რომ ახალ საფეხურზე ავიდეს ევროკავშირთან კიევის ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG