Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას „სათევზაოდ წასვლას“ არჩევს


ბელორუსიის ორი წამყვანი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს მომავალ კვირას დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. ოპოზიციონერები ფარსს უწოდებენ არჩევნებს და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ „წავიდნენ სათევზაოდ ანდა მშობლებს სანახავად.“ ოპოზიციურმა გაერთიანებულმა სამოქალაქო კავშირმა და ბელორუსიის ეროვნულმა ფრონტმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატები და აცხადებენ, რომ არჩევნები არ იქნება დემოკრატიული იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციის აქტივისტები საპყრობილეებში რჩებიან. „ჰიუმან რაითს უოჩის“ შეფასებით, ციხეებში კვლავ რჩებიან 2010 წლის 20 დეკემბრის მოვლენების შედეგად ორი წლის წინ დაპატიმრებული 15 პოლიტიკური პატიმარი.
XS
SM
MD
LG