Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი დღეს საფრანგეთს ეწვევა


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს საფრანგეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ლუვრში ”ისლამური ხელოვნების დარბაზის” გახსნაში. ილჰამ ალიევი აგრეთვე შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. ”ჰეიდარ ალიევის ფონდმა”, რომელსაც აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ხელმძღვანელობს, ხელი შეუწყო ლუვრის განახლებას. 2010 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ 1 მილიონი ევრო გადაურიცხა მუზეუმს.
XS
SM
MD
LG