Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: უცხოელი დიპლომატები შოკირებულნი არიან


უცხოელი დიპლომატები შოკირებულნი არიან იმ ფაქტებით, რომლებიც საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე ციტირების უფლება არა აქვს, თუმცა ყველა შოკირებულია იმით, რომ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს. დავით უსუფაშვილის განცხადებითვე, კოალიცია ხელისუფლებას არ მისცემს რაიმე პროვოკაციის მოწყობის, არჩევნების ჩაშლის, ან არჩევნებიდან ყურადღების გადატანის საშუალებას.
XS
SM
MD
LG