Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


ქართული სააგენტოების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან ოთხს პატიმრობა წამების მუხლით შეეფარდა, ექვსს კი - პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყრობისთვის. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.დაკავებული არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია, მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე, ოპერატიული მორიგე გელა ცომაია, კონტროლიორი ლევან ფხალაძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა. მეთერთმეტე პირს, მორიგე ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პატიმართა წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების სისტემის 10 თანამშრომელი 19 სექტემბერს დააკავეს.
XS
SM
MD
LG