საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიკაელ აასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი შეძრწუნებულნი არიან საქართველოში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალებით. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოსთვის, ამიტომ მისასალმებელია ხელისუფლების პირველი რეაქცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას და უპასუხებს ფუნდამენტურ შეკითხვას, თუ როგორ მოხდა მსგავსი რამ მიუხედავად სახალხო დამცველის გაფრთხილებებისა. იენსენი და ცილევიჩსი აღნიშნავენ, რომ ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ხელს უწყობდნენ და თვალს ხუჭავდნენ მსგავს დანაშაულზე, კანონის სრული დაცვით უნდა დაისაჯონ.
ყველაზე პოპულარული
1