გლდანის ციხესთან ხმაური არ წყდება
მე-8 საპყრობილესთან პატიმრების სანახავად მისული მშობლები საკუთარ რიგს უშედეგოდ ელიან. ხალხის სიმრავლის გამო შესვლა მხოლოდ ნაწილმა მოახერხა. პატიმრების ახლობლების მოთხოვნით, ციხის ტერიტორიაზე შემავალ თუ გამომავალ მანქანებს ჟურნალისტები ამოწმებენ. ახლობლები შიშობენ, რომ ამ მანქანებით შესაძლოა ნაცემი პატიმრები გადაჰყავდეთ. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, მიეცეთ ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის უფლება. ნათესავების გარდა, მე-8 საპყრობილეთან ასობით ახალგაზრდა არის შეკრებილი. აქციის მონაწილეები ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენას ღამის განმავლობაშიც აპირებენ.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები