Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საყვედური გამოუცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს


საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გიორგი ბადრიძეს საყვედური გამოუცხადა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მაოდგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ლონდონში ემიგრანტების აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ, სათანადო თავშეკავება ვერ გამოიჩინა. პატიმართა წამებისადმი პროტესტის ნიშნად გასულ კვირაში, ლონდონში საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეები ბადრიძისთვის ცოცხის გადაცემას აპირებდნენ, რის გამოც ელჩმა ერთ-ერთ ემიგრანტს ურჩია, ცოცხი თავად გამოეყენებინა.
XS
SM
MD
LG