Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკრეხელობაში ბრალდებულ პაკისტანელ გოგონას გაასამართლებენ როგორც არასრულწლოვანს


პაკისტანელი ქრისტიანი გოგონა, რომელიც მკრეხელობაშია ეჭვმიტანილი, გასამართლდება, როგორც არასრულწლოვანი, დაადგინა პაკისტანის სასამართლომ ორშაბათს. რიმშა მასიჰი, სავარაუდოდ 14 წლისა უნდა იყოს, მაგრამ მისი გონებრივი დონე უფრო დაბალია. მისმა თანამოქალაქეებმა მას ბრალად დასდეს მაჰმადიანთა წმინდა წიგნის, ყურანის გვერდების დაწვა. პოლიცის თანახმად, ამ ქმედების მოწმეები არ არსებობენ. გამოძიებამ ბრალი დასდო ადგილობრივ იმამს, ხალიდ ჯადუნ ჩიშტის, ყურანიდან გვერდების განზრახ ამოხევასა და მათ ჩაალაგებაში გოგონას ჩანთაში. თუ ის დამნაშავედ სცნეს როგორც არასრულწლოვანი, მას მაქსიმუმ შვიდწლიანი ციხე ემუქრება. ამგვარი დანაშაულისთვის კანონი პაკისტანში სამუდამო პატიმრობას ითვლასწინებს ზრდასრულთათვის. მასიჰი 16 აგვისტოს დააკავეს, მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
XS
SM
MD
LG