Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს საქართველოს


„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ხალხს გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთ საეტაპო მიღწევას საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე“ - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსამდივნომ გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, აგრეთვე, რომ თავიანთი დემოკრატიული უფლებების თავისუფალი გამოვლენითა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესისადმი ერთგულებით „საქართველოს მოქალაქეებმა მაგალითი უჩვენეს არა მარტო რეგიონს, არამედ მთელს მსოფლიოს“. „პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია სიხარულით ელიან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას“, ვკითხულობთ დასასრულ თეთრი სახლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG