Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა ან მედიცინის დარგში იაპონელ და ბრიტანელ მეცნიერებს მიენიჭათ


ორშაბათს ნობელის პრემიის პირველი ლაურეატების ვინაობა გამოცხადდა.
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში იაპონელ სინია იამანაკასა და ბრიტანელ ჯონ გურდონს ერთობლივად გადაეცემათ აღმოჩენისთვის, რომ ასაკოვანი უჯრედებს პლიურიპოტენტურ, ღერულ უჯრედებად გარდაქმნა შეუძლიათ. ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტში განაცხადა ორშაბათს, რომ ამ აღმოჩენამ ”რევოლუცია მოახდინა უჯრედისა და ორგანიზმის განვითარების შესახებ არსებულ წარმოდგენაზე.” ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში ნობელის კომიტეტის წევრის, გიორან ჰანსონის თქმით: ”ნობელის კომიტეტმა კაროლინსკას ინსტიტუტში გადაწყვიტა, რომ 2012 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში ერთად მიანიჭოს ჯონ გერდონსა და სინია იამანაკას აღმოჩენისთვის, რომ ასაკოვანი უჯრედებს პლიურიპოტენტურ უჯრედებად გარდაქმნა შეუძლიათ. ” ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გამოცხადდება სამშაბათს, ცხრა ოქტომბერს, ქიმიაში - ოთხშაბათს, ათ ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში - მომავალ ორშაბათს, თხუთმეტ ოქტომბერს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა პარასკევს, თორმეტ ოქტომბერს უნდა გაირკვევს. ტრადიციისამებრ, ლიტერატურის დარგში პრემიის გამოცხადების თარიღს, შვედური აკადემია მოგვიანებით გაამხელს. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. 1968 წლით დათარიღებული ჯილდო ეკონომიკის დარგში კი ტექნიკურად ნობელის პრემია არ არის. წელს ნობელის ფონდმა საპრიზო თანხა 20 პროცენტით, 1.2 მილიონ დოლარამდე შეამცირა, ფინანსურ ბაზარზე დასახელებული არეულობის გამო. ჯილდოები გამარჯვებულებს 1896 წელს ნობელის გარდაცვალების დღეს -10 დეკემბერს გადაეცემათ.
XS
SM
MD
LG