Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თელასის" კომერციული დირექტორი სპეკულაციას უწოდებს თანამშრომლების ბრალდებებს


"თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, სპეკულაციას უწოდებს. არსოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა და პრეტენზია აქვთ იმ პირებს, რომლებმაც უარი თქვეს პატიოსნად მუშაობასა და კორუფციულ გარიგებებზე. ”თელასის” კომერციულ დირექტორად დანიშვნამდე ზურაბ არსოშვილი იყო ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და შიდა ქართლის გუბერნატორი.
XS
SM
MD
LG