Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა


რუსეთის ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ორშაბათს რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა თვითონ იკისრა. პრეზიდენტ რუსტამ ხამიტოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნაწილია ხელისუფლების აღმასრულებელი ნაწილის რეფორმისა, რომლის მიზანია ბოლო მოეღოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიმგებლობათა დამთხვევა. მისი თქმით, ახალი სამთავრობო სტრუქტურა გამოცხადდება მომავალ დღეებში, რუსპუბლიკის კანონმდებლობის შეცვლასთან ერთად.
XS
SM
MD
LG