Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს


გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს სირიის მთავრობასა და ამბოხებულ დაჯგუფებებს დათანხმდნენ ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის წინადადებაა - დაპირისპირებულმა მხარეებმა დადონ იარაღი ისლამური დღესასწაულის ეიდ ალ-ადჰის დროს, რომელიც პარასკევს იწყება. გაეროს უშიშროების საბჭოში განსხვავებული პოზიციებია სირიის საკითხზე, თუმცა, ოთხშაბათის განცხადებისთვის კენჭისყრისას საბჭოს 15-ვე წევრი ერთსულოვანი იყო და მოუწოდა მხარეებს იმუშაონ "ყველა სახის ძალადობის ხანგრძლივად შეწყვეტისთვის". სირიის მთავრობას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ეთანხმება, თუ არა ბრაჰიმის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მეამბოხეთა სულ ცოტა ერთი დაჯგუფება კი უარს ამბობს ცეცლის შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG