Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო პრიორიტეტი არ შეიცვლება, აცხადებს ახალი მინისტრი


საქართველოს საგარეო პრიორიტეტები არ შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. საგარეო უწყების ახალმა უფროსმა პირველი სამუშაო დღეს ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრით დაიწყო. მაია ფანჯიკიძის თქმით ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ აღებული კურსისა და აშშ-თან სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების გარდა, ახალი ხელისუფლება შეეცდება დიალოგის დაწყებას რუსეთის ფედერაციასთან.
XS
SM
MD
LG