Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებასთან კვლავ იმყოფებიან პატიმართა ახლობლები


რუსთავის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებასთან კვლავ იმყოფებიან პატიმართა ოჯახის წევრები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება, ნაწილი კი ზოგიერთი პატიმრის მშობელს სიტუაციის შეგნებულად დაძაბვასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს კვლავ შევიდა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც პატიმართა ოჯახის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დაწესებულების ახალ დირექტორს ლევან აბურჯანიას გარკვეული დრო უნდა მიეცეს, რათა ადმინისტრაცია კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. პატიმრების ნაწილი და მათი ახლობლები სწორედ აბურჯანიას გათავისუფლებას მოითხოვენ, რაც გამორიცხა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მან რუსთავის დაწესებულებაში არეულობის მცდელობა დაუკავშირა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მიერ გავლენის შენარჩუნების სურვილს და განაცხადა, რომ სამინისტრო ამას არ დაუშვებს.
XS
SM
MD
LG