Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი: სირიის ომს ბოლო არ უჩანს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივა ახლო მომავალში არ ჩანს. წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ბან კი მუნმა თქვა, რომ 21 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად მთავრობასა და მეამბოხე მებრძოლებს შორის დიალოგის გამართვის პერსპექტივა არ არის რეალისტური. გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე დაგმო პაკისტანში პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მომუშავე პირების დახოცვის ფაქტები და მათ„სასტიკი, უაზრო და უპატიებელი აქტი“ უწოდა. სამი დღის განმავლობაში ამ პროგრამაში მომუშავე 8 ადამიანია მოკლული. როგორც ვარაუდობენ, მკვლელობების უკან ისლამისტი ექსტრემისტები დგანან. ბან კი მუნმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზეც ისაუბრა და თქვა, ამ ეტაპზე ეს პროცესი „მყარადაა გაყინულიო“. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ისრაელის მიერ ახალი დასახლებების აშენების გეგმაზე და განაცხადა, რომ საკამათო ადგილებში ისრაელის ახალი დასახლებების აშენება „მძიმე“ საფრთხეს უქმნის პალესტინის სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG