Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულარული ჩინური გაზეთი ისევ "ჩვეულებრივად" გამოქვეყნდება


ცნობების თანახმად, ჩინეთში პოპულარული ყოველკვირეული გაზეთი, რომლის მუშაობის ცენზურით შეზღუდვასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, „ჩვეულებრივად“ დაიბეჭდება ხუთშაბათს. სამხრეთში მდებარე ქალაქ გუანჟუში, გაზეთ „Southern Weekly“-ის ოფისთან ორი დღე იმართებოდა დემონსტრაციები ათობით ადამიანის მონაწილეობით. აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც სტატია, რომელიც ეხებოდა ადამანის უფლებების უკეთ დაცვის საჭიროებას, ცენზორებმა შეცვალეს კომუნისტური პარტიის ხოტბის შემცველი პუბლიკაციით. ჩინეთის მედიის ცნობით, დაპირისპირება მოგვარდა გუანდონის პროვინციის პარტიული ლიდერის, ჰუ ჩუნჰუას შუამავლობით. ამ შეთანხმებით, საპროტესტო აქციებში მონაწილე ჟურნალისტები არ დაისჯებიან, ხოლო ცენზორები პირდაპირ აღარ ჩაერევიან პუბლიკაციების შინაარსის შესაცვლელად. საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირეს ჩინელმა ბლოგერებმა და ცნობილმა ხელოვანებმა.
XS
SM
MD
LG