Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია მზად არის შეასუსტოს ჩრდილოეთ კოსოვოში თავისი პოზიცია


სერბიამ გამოაცხადა, რომ მზად არის შეასუსტოს თავისი კონტროლი სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოზე. ეს ბელგრადის მთავარი დათმობაა მოლაპარაკების ჩარჩოებში, რომელსაც ის ევროპის კავშირთან ერთად აწარმოებს. სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოს უნდა მართავდეს ავტონომიის ინსტიტუტები და არა უშუალოდ სერბია. მან ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოსთან მიმდინარე მოლაპარაკების დროს თქვა, რომ საჭიროა შეიქმნას სერბული ინსტიტუტები, რომლებსაც აღიარებს ყველა მხარე. დაჩიჩის თანახმად, ამის მიხედვით, სერბიაც აღიარებდა ავტონომიურ, ეთინიკური ალბანელების ხელისუფლებას კოსოვოში. ამასთან, სერბიის ახალმა, ნაციონალისტების მირ მართულმა მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. უპირატესად ალბანელებით დასახლებულმა სერბულმა ოლქმა, კოსოვომ, 2008 წელს გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა, ჰყავს საკუთარი მთავრობა და აღიარებულია მსოფლიოს ქვეყნების ნაწილის მიერ.
XS
SM
MD
LG