ალჟირში იზრდება დახოცილთა რაოდენობა მას მერე, რაც ბუნებრივი აირის საწარმოში თანამშრომელთა მძევლად აყვანას სპეცრაზმის ოპერაცია მოჰყვა. იერიში რაზმმა მძევლად აყვანიდან ოთხ დღეში, შაბათს მიიტანა. ინ ამენასის კომპლექსის თანამშრომლები შეიარაღებული ისლამისტებმა აიყვანეს მძევლად. ალჟირის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, ოთხშაბათს მოწყობილი ოპერაციის შედეგად, სულ, ორივე მხერეს, 80 ადამიანია დახოცილი. თავდამსხმელებმა მძევლების აყვანით პროტესტი გამოხატეს მალიში საფრანგეთის ინტერვენციის გამო. ალჟირის კომუნიკაციის მინმისტრის, მუჰამედ საიდის თანახმად, დახოცილა რიცხვი ალბათ გაიზრდება. ცალკეული ქვეყნები გაგაგრძობენ თავიანთი დაკარგული მოქალაქეების ძებნას. ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ დახოცილებში ამ ქვეყნის სამი მოქალაქეა, ამდენივე, შიშობენ, რომ ასევე დაიღუპა. აშშ-მა განაცხადა, რომ დახოცილებს შორის ერთი მისი მოქალაქეა. დაკარგული არიაან იაპონიის, ნორვეგიის, ასევ მალაიზიის მოქალაქეები. ოფიციალური ცნობით, ოპერაციის დროს გადაარჩინეს 685 ალჟირელი და 107 უცხოელი მძევალი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა, დაიცვა ალჟირის ძალების გადაწყვეტილება იერიშის თაობაზე და თქვა, რომ "ვითარება აუტანელი იყო".
ყველაზე პოპულარული
1