დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით 8 თებერვალს წარდგება. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური გამოსვლა 8 თებერვალს, 14 საათზე დაიწყება. ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას, 5 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მიიღებს.
ყველაზე პოპულარული
1