Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს სირიისათვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას


რუსეთის იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფო კომპანია, „როსობორონექსპორტი“ აცხადებს, რომ კვლავინდებურად აწვდის იარაღს სირიას და არც აპირებს ამის შეწყვეტას, სირიაში სამოქალაქო ომის მიუხედავად. კომპანიის დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სირიისათვის განკუთვნილ იარაღს შორის არის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები - მაგრამ არ არის არაფერი, რისი გამოყენებაც იერიშისათვის არის შესაძლებელი, მაგალითად, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ან ჯავშანტრანსპორტიორები. ისაიკინის თქმით, ექსპორტით არ ირღვევა საერთაშორისო სამართალი, ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. რუსეთს, რომელიც იარაღით სირიის მთავარი მომმარაგებელია, დასავლეთი და არაბული ქვეყნების აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო. გაეროს მონაცემებით, სირიაში ორწლიანი კონფლიქტის შედეგად არის დაღუპული 70 000-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG