Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, ფეშავარში, თავს დაესხნენ სამთავრობო ოფისს


ხუთი ადამიანი დაიხოცა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ფეშავარში, პოლიციელის ფორმაში გადაცმული პირების მიერ ხაიბერის ოლქის პოლიტიკური წარმომადგენლობის ოფისსა და რეგიონის მმართველის შტაბ-ბინაზე იერიშის დროს. თავდასხმისას შენობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელსა და ადგილობრივი ტომების უხუცესებს შორის. ამავე დროს შენობას მიუახლოვდა მინიავტობუსი, რომელშიც პატიმრები იმყოფებოდნენ. შენობაში განთავსებულია ასევე საპატიმრო. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის თანახმად, ის ექიმების ნაამბობს ეყრდნობა, დახოცილთაგან ოთხი სამხედრო იყო.
XS
SM
MD
LG