Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დამატებით ურანს მიაკვლიეს, იგეგმება ახალი ბირთვული სადგურის მშენებლობა


ირანის ხელისუფალთა თანახმად, მათ ახალი ბირთვული ელექტროსადგურების ასაშენებლად 16 შესაძლებელი ადგილი გამოყვეს. ამის თაობაზე ვიცე-პრეზიდენტ ფერეიდუნ აბასი-დავანიმ გამოაცხადა. ის ამასთან ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ატომური ენერგეტიკის ორგანიზაცია არ აზუსტებს, სად აშენდება ობიექტები. ორგანიზაცია იტყობინება ასევე, რომ მიაგნეს ურანის ახალ საბადოს, ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG