Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალისათვის გადაიდო წინასასამართლო სხდომა ბაჩო ახალაიას საქმეზე


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის და კიდევ 5 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალისათვის (პარასკევისათვის) გადაიდო. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობის საკითხი მოსამართლე ეკა არეშიძემ უნდა გადაწყვიტოს. დღევანდელ სხდომაზე თავად ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ბრალდების ყველა მტკიცებულება მისთვის სადავოა, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს, რადგან ყოფილი მინისტრის შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები მის ბრალს არ ამტკიცებს. ახალაიასგან განსხვავებით, ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად მიიჩნიეს სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა. მათი შეფასებით, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული პირველი ჩვენება მტკიცებულებად გამოყენებული არ უნდა იყოს, რადგან სამივე მათგანმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ თავდაპირველი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცა. რაც შეეხება გიორგი კალანდაძისა და მერაბ კიკაბიძის მიმართ ბრალდების მტკიცებულებათა დაშვების საკითხს, მათი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ყველა მტკიცებულებას უკანონო გზით მოპოვებულად მიიჩნევს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალაია და კიდევ 6 პირი ბრალდებულნი არიან ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
XS
SM
MD
LG