Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი გმობს ნატოს ძალების მიერ ორი ბიჭის მკვლელობას


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დაგმო ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო იერიში, რომლის დროსაც ორი ბიჭი იქნა მოკლული. ბიჭები, რომელთა ასაკიც 7 წელზე ნაკლები იყო, შეცდომით თალიბანის მებრძოლებად მიიჩნიეს და დახოცეს. იერიში სამხრეთით მდებარე ურუზგანის პროვინციაში მოხდა. თავდასხმის დროს ბიჭები პირუტყვს მწყემსავდნენ და ფიჩხს აგროვებდნენ. ტრაგედიაზე „სრული პასუხისმგებლობა“ იკისრა ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ძალებმა (ISAF). ავღანეთის მოსახლეობაში მატულობს პროტესტი და სიბრაზე საერთაშორისო ძალების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვის შემთხვევების გამო. ნატოს საბრძოლო შენაერთებმა ავღანეთი მომავალი წლის ბოლოს უნდა დატოვონ.
XS
SM
MD
LG