Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა ოჯალანი თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის


პატიმრობაში მყოფი ქურთთა ლიდერი აბდულა ოჯალანი თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და 30 წლიანი ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ოჯანალი მოუწოდებს ქურთ მებრძოლებს შეწყვიტონ მტრული მოქმედებები და დატოვონ თურქეთის ტერიტორია. თურქეთის ხელისუფლება თავშეკავებით მიესალმა მოწოდებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში მიესალმა ოჯალანის ინიციატივას. ოჯალანი ამბობს, რომ თურქეთში კარები ღიაა დემოკრატიული პროცესებისათვის. კანონგარეშე გამოცხადებულ ქურთ მუშათა პარტიის ლიდერის მესიჯი სამხრეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში გამართულ მრავალათასკაციან თავყრილობაზე ქურთმა კანონმდებელმა, სირი სურაიმ წაიკითხა. „ეს ეტაპი იწყება იმით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დატოვებენ თურქეთის საზღვრებს. ეს არ არის დასასრული. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი.“ აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა დაახლოებით ერთთვიანი მოლაპარაკება თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. აბდულა ოჯალანი თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა 1999 წელს კენიაში შეიპყრო და მას შედეგ პატიმრობაში იმყოფება. თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1994 წლიდან დღემდე დაახლოებით 40 ათასი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG