Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგაში სირიის ადგილს ქვეყნის ოპოზიცია იკავებს


არაბთა ლიგის ორდღიანმა სამიტმა, რომლის მუშაობაც კატარის დედაქალქ დოჰაში სამშაბათს დაიწყო, მოუწოდა სირიის ოპოზიციას, რათა დაიკავოს საერთაშორისო ორგანიზაციაში სირიისათვის განკუთვნილი ადგილი. სირიის მთავრობას არაბთა ლიგაში წევრობა 2011 წლის მარტიდან, ქვეყანაში მიმდინარი საბრძოლო მოქმედებების გამო შეუჩერდა. არაბთა ლიგის სამიტამდე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს ზომიერმა ლიდერმა მოაზ ალ ხატიბმა, რომლის სიტყვით გამოსვლა დოჰაში კვლავაც ძალაშია. სირიის ოპოზიციაში განხეთქილება მიზეზი გახდა ოპოზიციის მთავრობის პრემიერ-მინისტრად ისლამისტ ჰასან ჰიტოს დანიშვნამ, რასაც ეროვნული საბჭოს ბევრი წევრი ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG