Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 1 აპრილიდან პენსიები იზრდება


საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 აპრილიდან პენსიები იზრდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. 1 აპრილიდან ასევე 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ანუ პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია. შემდეგ 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის, ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი. წლის ბოლოს საპენსიო რეფორმის ბოლო ეტაპზე 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარამდე. დაგეგმილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისა, მეორე ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულების და პოლიტიკურად რეპრესირებულთა პენსიების გაზრდაც.
XS
SM
MD
LG