Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: მოსკოვი მიესალმება საქართველოს მთავრობის პრაგმატიზმს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პრაგმატიზმს და მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის გასააქტიურებლად. „ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ მთავრობას სურს პრაგმატულად მოაგვაროს საკითხები ჩვენ ურთიერთობაში - სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, სასმელებით ვაჭრობის განახლება. სხვათა შორის, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არც არასოდეს შეწყვეტილა: ეს ეხება გაზს, ელექტროენერგიას, რუსულ კაპიტალს, მუშაობენ რუსული კომპანიები. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ კლავაც დიდი ლტოლვა გვაქვს ერთმანეთის მიმართ“, განაცხადა ლავროვმა რუსეთის ტელევიზია RTV-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს აჩვენეს. საქართველოზე საუბრისას, ლავროვის განაცხადა ასევე, რომ მოსკოვი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
XS
SM
MD
LG