Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტამერლან ცარნაევის მეუღლე ადვოკატის პირით გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო


ტამერლან ცარნაევის მეუღლის - კეთრინ რასელის ადვოკატმა მირიამ ვეიზენბაუმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კეთრინის ოჯახისთვის ”აბსოლუტური შოკის მომგვრელი იყო” ტამერლან ცარნაევის მონაწილეობა ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებებში. ადვოკატმა განაცხადა: ”როგორც დედა, და, შვილი და მეუღლე - კეთი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას იმ ტკივილისა და დანაკარგის გამო, რაც უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახებმა, სტუდენტებმა, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ განიცადეს. ამ ტრაგედიის შემდეგ, ის, მისი ქალიშვილი და ოჯახი ცდილობენ მომხდარის გააზრებას”.
XS
SM
MD
LG