სერბიის პარლამენტმა დაიწყო დებატები სერბიის ყოფილ პროვინცია კოსოვოსთან ურთიერთობების მოგვარების თაობაზე ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს, ივიცა დაჩიჩსა და ჰაშიმ ტაჩის შორის ბრიუსელში, 19 აპრილს. კოსოვოს პარლამენტმა შეთანხმება 21 აპრილს მოიწონა, სერბიის მინისტრთა კაბინეტმა კი შემდეგ დღეს დაამტკიცა. როგორც ვარაუდობენ, სერბიის პარლამენტი პარასკევს გამართავს ამ საკითხზე კენჭისყრას. შეთანხმების თანახმად, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს ადგილობრივი ავტონომია ექნებათ და შეეძლებათ თავად შექმნან საკუთარი პოლიციის ძალები პრიშტინის ცენტრალური ხელისუფლების აღიარების სანაცვლოდ. ამ შეთანხმების ცხოვრებაში გატარება სერბიისთვისაც და კოსოვოსთვისაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის. სერბ ნაციონალისტთა და ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბთა ნაწილი ეწინააღმდეგება შეთანხმებას.
სერბიის პარლამენტი კოსოვოსთან ურთიერთობების მოგვარების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზე მსჯელობს
ყველაზე პოპულარული
1