Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში „კრიმინალების მეთაური“ დააკავეს


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში პოლიციამ დააკავა ბალკანეთის „კრიმინალების მეთაურად“ ცნობილი ნასერ კელმენდი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. მისი დაპატიმრება კვირას კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან ერთად მოხდა. 2012 წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას ინიციატივით კელმენდი დაამატეს გავლენიანი „კრიმინალების“ იმ სიას, რომლებიც აშშ-ის მანდატით დამტკიცებული სანქციის თანახმად დაპატიმრებას ექვემდებარებიან. კელმენდს ბრალად ჰქონდა წაყენებული სიგარეტის კონტრაბანდა, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება და შეიარაღებული ძარცვა. კელმენდი კოსოვოში დაბადებული ალბანელია, აქვს ბოსნიის მოქალაქეობას და ის და მისი წევრები მრავალი სახის ბიზნესს ფლობენ მთელი ბალკანეთის მასშტაბით.
XS
SM
MD
LG