აშშ-ი აცხადებს, რომ „დიდი სკეპტიციზმით“ ეკიდება სირიელი მეამბოხეების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა. ორშაბათს იტალიურენოვანი შვეიცარიული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში, სირიის საკითხზე გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ დღემდე მოძიებული მტკიცებულებების მიხედვით, სირიელმა მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. თუმცა, საგამოძიებო ჯგუფის წევრები გაემიჯნენ კარლა დელ პონტეს განცხადებას და აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით მათ არ შეუმუშავებიათ საბოლოო დასკვნა.
ყველაზე პოპულარული
1