Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სუნიტურ ტაძარში მომხდარ აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 32 კაცი დაიღიპა და ათობით დაიჭრა ერაყის ქალაქ ბაქუბაში სუნიტურ ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ორი დღით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ძალადობისა და ტერაქტების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით პარასკევს პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მლოცველები ტაძარს ტოვებდნენ. მეორე აფეთქება კი მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანები პირველი აფეთქების ადგილზე მოგროვდნენ. ძალადობის ფონია დაპირისპირება ერაყის სუნიტ მუსლიმანებსა და შიიტებს შორის, რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი ქვეყნის ხელისუფლებაში. სუნიტები ბრალს დებენ შიიტ პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიქსა და მის მთავრობას, რომლებიც, ოპონენტების თქმით, რელიგიური უმცირესობის მარგინალიზებას და დევნას ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG