Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი: FBI-ის აკრიტიკებს იბრაგიმ ტოდაშევის მოკვლის გამო


ჩეჩნეთის ლიდერი თვლის, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა, "გაუმართლებლად მოკლა" ეთნიკური ჩეჩენი ახალგაზრდა, რადგან ჩათვალა, რომ ის ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილებთან იყო კავშირში. რამზან კადიროვმა თქვა, რომ იბრაგიმ ტოდაშევი „კარგი ბიჭი“ იყო და მისი მამა, რომელიც გროზნოში, ადმინისტრაციაში მუშაობს, „ღირსეული კაცია“. კადიროვი, რომელსაც ადამიანის უფლებების ადრღვევაში ადანაშაულებენ, თვლის, რომ აშშ-ის და დასავლეთის მედია ორმაგი სტანდარიტებით მოქმედებენ. ტოდაშევი მოკლეს 22 მაისს გამოძიების ფედერადური სამსახურის აგენტებმა დაპირისპირების დროს, როცა ისინი მასთან მივიდნენ და დაკითხავდნენ მასაჩუსეტში, დაუდგენელი მიზნით მისი სტუმრობის თაობაზე. გამოძიების ვარაუდით, მოკლულს შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილ ძმებთან, პოლიციასთან შეტაკებისას მოკლულ ტამერლან, და მის ძმა ჯოხარ ცარნაევებთან.
XS
SM
MD
LG