Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე ავღანეთის შესახებ იმსჯელებენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა. ბიშკეკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არაოფიციალური სამიტი იმართება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში პუტინი პირისპირ შეხვდება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს. უშაკოვის თანახმად, სამიტზე იმსჯელებენ ავღანეთში არსებულ ვითარებაზე იმ ფონზე, როცა უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები 2014 წელს ავღანეთიდან გასვლას აპირებენ. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის და ტაჯიკეთის პრეზიდენტი სამიტზე წარადგენენ რკინიგზის აშენების წინადადებას. რკინიგზა თავდაპირველად რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს დააკავშირებს. მოგვიანებით კი, ავღანეთს, თურქმენეთს, ირანსა და სპარსეთის ყურემდე მიაღწევს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ყირგიზეთის, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსია და სომხეთი.
XS
SM
MD
LG