Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ მიუსამძიმრა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს


ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. "მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ბიჭების ხსოვნის წინაშე. ეს უმძიმესი დარტყმაა არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, სურს ამ ურთულეს წუთებში საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ, მიუხედავად განსხვავებებისა, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
XS
SM
MD
LG