Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეხვდა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეხვდა, ორი კვირის წინ დაწყებული გამოსვლებისათვის ბოლოს მოსაღებად. მაგრამ დემონსტრანტები, როგორც ჩანს, იგნონირებას უწევენ ერდოანის „უკანასკნელ გაფრთხილებას“, დატოვონ სტამბოლში მდებარე გეზის პარკი, რომელიც საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრია. წუხელ ათასობით ადამიანი დარჩა გეზის პარკშიც და მიმდებარე ტაქსიმის მოედანზეც. ანკარაში წუხანდელი მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესმდივანმა დღეს განაცხადა, რომ შეხვედრა „პოზიტიური“ იყო. მანვე განმეორებით აღნიშნა, რომ დემონსტრანტებმა უნდა დატოვონ გეზის პარკი. რაც შეეხება პარკში დაგეგმილ მშენებლობას, რომელიც დემონსტრანტების პროტესტს იწვევს, პრესმდივნის თქმით, პარკში მშენებლობის გეგმა არ განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და დაპირებული რეფერენდუმის ჩატარებამდე. ანტისამთავრობო მოძრაობა თურქეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, როცა ისინი გეზის პარკში მშენებლობის გეგმას აპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG