Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილი მოითხოვს, ჰქონდეს ტელევიზორი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და მისცეს ციხის ადმინისტრაციამ მინდობილობა, რათა მერაბიშვილის ოჯახის წევრებმა შეძლონ მისი საბანკო ანგარიშების განკარგვა. ამ ანგარიშებზე არსებული დეკლარირებული თანხის განკარგვის თაობაზე ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი, შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა მიმართა ყველაზე მკაცრ ზომას და დაიწყო შიმშილობა", განაცხადა ჩივიაშვილმა. ამ ცნობას პრაიმ-ნიუსი ავრცელებს.
XS
SM
MD
LG