Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას


თბილისის მერი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას გამორიცხავს და შესაბამისად, არც ნაციონალური მოძრაობის პრაიმერში მონაწილეობას აპირებს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თავად გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩა ერთი წელი და სურს ნაკლებად იყოს ჩართული პოლიტიკურ, ხოლო მეტად თბილისის ცხოვრებაში. რაც შეეხება უშუალოდ პრაიმერს, უგულავა ამ სტანდარტის დამკვიდრებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვან პოსტზე კანდიდატი ამ გზით უნდა შეირჩეს.
XS
SM
MD
LG