Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში პირობითი სასჯელი შეუფარდეს დიზაინერებს დოლჩეს და გაბანას


იტალიაში სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო მოდის ცნობილი დიზაინერები, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა. მათ 20-თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. მილანში სასამართლომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ დიზაინერებმა შესაბამის უწყებებს არ მიაწოდეს ინფორმაცია მილიარდი ევროს შემოსავლის შესახებ, რითაც თავი აარიდეს ასობით მილიონი ევროს გადასახადებს. ეს საქმე უკავშირდება 2004 წლის ქმედებას, როცა ცნობილი ფირმის, Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლებმა ფირმა მიყიდეს ლუქსემბურგში დაფუძნებულ კომპანიას, ბრალდების მხარის მტკიცებით, გადასახადებისათვის თავის ასარიდებლად. დიზაინერები ბრალდებებს უარყოფენ. მათ შეუძლიათ ვერდიქტის გასაჩივრება, რის შემდეგაც პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG