Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი


80 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიულა ჰორნი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "რკინის ფარდის" გამრღვევს. ჰორნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1994-98 წლებში იკავებდა. ის ისტორიაში 1989 წელს, მას შემდეგ შევიდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას თავის ავსტრიელ კოლეგასთან ალოიზ მოკოსთან ერთად გაარღვია მავთულხლართისგან დამზადებული ღობე, რომელიც უნგრეთსა და ავსტრიას ერთმანეთისგან ყოფდა. მიუხედავად მისი როლისა, ჰორნის საკუთარ სამშობლოში ბევრმა ვერ აპატია, რომ 1956 წლის ამბოხების დროს ის მოხალისეთა იმ ფორმირების წევრი იყო, რომელიც საბჭოთა ჯარების მხარეს იბრძოდა.
XS
SM
MD
LG