Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილვიო ბელუსკონი სასამართლომ ბრალდებულად მიიჩნია უწლოვანის გაუპატიურების საქმეში


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სასამართლომ დამნაშავედ სცნო არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეში. მილანის სასამართლომ ორშაბათს დაადგინა, რომ ბერლუსკონის ჩამოერთვა საჯარო თანამდებობაზე ყოფნის უფლება და მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს განაჩენი ძალაში მხოლოდ სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ შევა ძალაში. სასამართლოს თანახმად, ბერლუსკონიმ სექსუალური ურთიერთობა დაამყარა ერთ-ერთი ღამის კლუბის მოცეკვავე კარიმა ელ მაჰროუსთან, რომელიც მაშინ 18 წლისა არ იყო. ხოლო მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა საკუთარი თანამდებობა კი იმისთვის გამოიყენა, რომ მიეჩქმალა დანაშაული. ორწლიანმა სასამართლო გამოძიება, რომელიც ბერლუსკონის წინააღმდეგ მიმდინარეობს, უკავშირდება 2010 წლის პერიოდს, როდესაც ბერლუსკონის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
XS
SM
MD
LG