Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა დღეს მომხდარ სამ თავდასხმაზე


სამხრეთ პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის მოსამართლე. ოფიციალური ინფორმაციით, მოსამართლე მაყბულ ბაკირი მდებარე ქალაქ კარაჩიში, სამსახურში მიდიოდა, როცა მის ავტომანქანასთან აფეთქდა მოტოციკლზე დამაგრებული ბომბი. დაიჭრა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი. მსხვერპლის შესახებ იუწყებიან ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანიდანაც - გზის პირას ჩადებული აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ადგილობრივი ლიდერი, მისი შვილი და ძმისშვილი. აფეთქება ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში მოხდა. ხოლო ფეშავარში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელების მიკროავტობუსს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი. პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა სამივე თავდასხმაზე.
XS
SM
MD
LG