Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჩრდილოეთში ოთხი პოლიციელი დახოცეს


ავღანეთის ჩრდილოეთში, ბაგლანის პროვინციაში, აფეთქების შედეგად დაიხოცა ოთხი პოლიციელი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ნაღმი აფეთქდა გზაზე, სადაც პოლიციის მანქანამ ჩაიარა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დღეს ქაბულში უშიშროების სამსახურმა მოკლა ავღანეთის არმიის ფორმაში გადაცმული პირი, რომელიც, თავის აფეთქებას აპირებდა. ბოლო კვირაში თალიბებმა თავდასხმები მოაწყვეს პრეზიდენტის სასახლეზე, უზენაესი სასამართლოს შენობაზე, აეროპორტზე, ასევე საერთაშორსო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შენობებზე.
XS
SM
MD
LG