Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მურსის მომხრეები და მოწინააღმდეგები დემონსტრაციებს აწყობენ


ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეები და მოწინააღმდეგები დემონსტრაციებს აწყობენ სხვადასხვა არეალებში. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, არმიის მიერ ჩამოგდებული პრეზიდნტის მომხრეები, პარტია „მუსლიმთა საძმო“ და სხვა ისლამისტური ჯგუფები კაიროს აღმოსაოლეთში იკრიბებიან, ნასრიში. დაგეგმილი იყო მსვლელობა რესპუბლიკური გვარდიის შტაბბინისკენ, სადაც პარასკევს ისლამისტი დემონსტრანტები დახოცეს. ტაჰრირის მოედანზე შეკრებისკენ გამოთქვა მოწოდება „ტამარუდმა“, „ამბოხმა“, რომლის მიერ ორგანიზებულ ადრინდელ გამოსვლებს მოჰყვა მოჰამედ მურსის, პირველი არჩეული პრეზიდენტის, თანამდებობიდან ჩამოშორება.
XS
SM
MD
LG