ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ კბილაშვილის პრესკონფერენციამ საზოგადოებას პასუხების მიღების ნაცვლად ბევრი კითხვის დასმის საშუალება მისცა. ნადირაშვილის თქმით, კბილაშვილმა დაადასტურა ეჭვი, რომ პატიმართა წამების ამსახველი მასალა საზოგადოებისთვის უცნობ პირებს გადასცეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ნაციონალური მოძრაობა მთავარი პროკურორისგან მოითხოვს დაასახელოს პირები, რომლებიც ამ კადრების დამალვით ფარავდნენ დანაშაულსაც და მასალას ინახავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპისთვის. ნადირაშვილის განცხადებითვე, მათ აინტერესებთ ისიც, თუ რატომ დაისაჯნენ ასე მსუბუქად ბედუკაძის თანამონაწილენი. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პროკურატურას გამოძიება საერთოდ არ ჩაუტარებია, მთავარმა პროკურორმა კი ვერ ან არ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, უნდა დადგეს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი.
ყველაზე პოპულარული
1