Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა განიხილავს 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცის გაყვანის შესაძლებლობას


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, ან საერთოდ დარჩება თუ არა ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. ამის შესახებ ვაშინგტონში განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ. მისი თქმით, გეგმებს შორის, რომლებსაც ობამა განიხილავს, არის ე.წ. „ნულოვანი ვარიანტი“, ანუ ყველა ჯარისკაცის გაყვანა ავღანეთიდან. კარნის განმარტებით, ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებით გაირკვევა 2014 წლის შემდეგ ავღანეთში შეერთებული შტატების კონტინგენტის მოცულობა. პრესმდივნის ეს განცხადება მოჰყვა პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ შეერთებული შტატები მომავალ წელს გაიყვანს მთელ კონტინგენტს ავღანეთიდან, პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის მთავრობასთან ვაშინგტონის ადმინისტრაციის დაძაბული ურთიერთობის გამო. კარზაის წარმომადგენელი უარყოფს, რომ მხარეები „ნულოვან ვარიანტზეც“ მსჯელობენ.
XS
SM
MD
LG